logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Loladze Family Winery-მა ავსტრალიაში პირველი ექსპორტი განახორციელა

Loladze Family Winery-მა ავსტრალიაში პირველი ექსპორტი განახორციელა, - ამის შესახებ Loladze Family Winery-ის დამფუძნებელმა ერეკლე ლოლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ავსტრალიაში ღვინო სულ ცოტა ხნის წინ გაიგზავნა, ჯერ გზაშია და დანიშნულების ადგილზე ამ დროისთვის არ ჩასულა.

"ჩვენი ღვინოები "8000 მოსავალის" გერმანიის ფილიალში და ახლა უკვე ავსტრალიაშიც იყიდება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - ჩვენი ღვინის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, "8000 მოსავალში" ხდება. ღვინოზე მოთხოვნა ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ განახევრდა. სარეალიზაციო ობიექტიდან პროდუქციის დამატებაზე თვეზე მეტია მოთხოვნა არ ყოფილა", - აცხადებს ერეკლე ლოლაძე. 

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, შემცირებული გაყიდვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია. 

ცნობისთვის, Loladze Family Winery მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს. მეღვინეობა ყურძენს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებს და საშუალოდ, 5-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს. 

გამოგვყევით