logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შოთა ბურჯანაძე: მიგრანტების ეფექტი ფაქტობრივად ამოიწურა

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში სარესტორნო სექტორი გამოცოცხლებულია. როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, ამის პარალელურად დიდ და გადაუჭრელ  პრობლემად რჩება საკადრო დეფიციტი.

„თუ შედარებას გავაკეთებთ, არსებულ პერიოდსა და კოვიდ პერიოდს შორის, რა თქმა უნდა, კოლოსალურია განსხვავება და სარესტორნო სფერო გამოცოცხლებულია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ინდუსტრია ვითარდება  და ახალი სარესტორნო წერტილები იქმნება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან დიდ გამოწვევად რჩება საკადრო პოლიტიკა, რომელიც ჯერ ისევ გადაუჭრელია. ეს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მოგვარდეს.“-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე განმარტებით, პანდემიის დროს სფერომ რესტორნების 50% დაკარგა, მათი ნახევარი კი უკვე ბაზარზე დაბრუნდა.

„პანდემიის დროს ქვეყანაში ასეულობით რესტორანი დაიხურა და მათ ადგილზე ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ქსელის მაღაზია, აფთიაქი ან სხვა დაწესებულება გაიხსნა და ის არეალი მთლიანად ათვისებულია, თუმცა ხდება ახალი რესტორნების გახსნაც. აქედან გამომდინარე, იმის შემდეგ, რაც სფერომ დაკარგა მოქმედი რესტორნების 50%, ამ 50%-ის ნახევარი ბაზარს დაუბრუნდა.“-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესზე მიგრანტების ეფექტი ფაქტობრივად ამოიწურა და რესტორნები ახლა ძირითადად ადგილობრივ მომხმარებლებს ემსახურებიან.

„მიგრანტების ეფექტი შემცირებულია. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად რესტორნები, რომლებიც ბაზარზე არიან, ახლა ძირითადად  ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ."-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

გამოგვყევით