logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სწორი მარკეტინგული კამპანიით, ქართულ ღვინოს იაპონიის ბაზარზე თავის დამკვიდრება შეუძლია" - მარანი "ჩუბინი"

ქართულ ღვინოს შეუძლია, როგორც ჩინეთის, ასევე იაპონიის ბაზარზე თავი დაიმკვიდროს, ამ ყველაფრის პოტენციალი აქვს. როგორც კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე მარან "ჩუბინის" დამფუძნებელი, თორნიკე ჩუბინიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, დიდი ძალისხმევა, თანმიმდევრული მარკეტინგული კამპანიის ჩატარებაა საჭირო, რომ ქართული ღვინო საზღვრებს გარეთ, ფართო აუდიტორიისთვის გაცილებით საინტერესო გახდეს.

თორნიკე ჩუბინიძის ინფორმაციით, უცხოეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

"ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა დიდ სამუშაოს, თანმიმდევრულ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. პოპულარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამ ყველაფერს დრო, თანმიმდევრული ქმედებები, ძალისხმევა სჭირდება. ერთი მხრივ, როგორც იაპონიის, ასევე ჩინეთის ბაზარზე, კონკურენცია დიდია და მეორე მხრივ, ჩვენ დიდი ხანია არაა, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ექსპორტზე ფიქრი და  სხვადასხვა, აქტივობები დავიწყეთ. ჩვენი პოტენციური კონკურენტები, კერძოდ, ცნობილი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები გაცილებით დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობენ. კონკრეტულად არა მეღვინეობის მხრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგის კუთხით", - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.

თორნიკე ჩუბინიძემ "ბიზნესპარტნიორთან" ასევე შესაძლო, მარკეტინგულ კამპანიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით აუცილებელია დიდი რესურსის ჩადება.

"ქართული ღვინო, რომ გაცილებით ცნობადი გახდეს, კომბინაცია უნდა შევკრათ: განსხვავებული, უნიკალური ტექნოლოგია, განსხვავებული ენდემურ ჯიშზე დაყენებული ღვინო, დამატებით ჩვენი ქვეყნის ისტორია - ამ ყველაფრის ერთობლიობა შექმნის პირობას, რომ უცხოელი მომხმარებლები, ქართული ღვინით უფრო დაინტერესდებიან. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამ ყველაფრისთვის მეტი რესურსი და დროა საჭირო. ქართული ღვინის ისტორია მომხმარებლამდე უნდა მივიტანოთ და რაც შეიძლება, ფართო აუდიტორიას უნდა გავაცნოთ", - აღნიშნავს თორნიკე ჩუბინიძე.

შეგახსენებთ, რომ მარან "ჩუბინისდამფუძნებელმა, თორნიკე ჩუბინიძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რომ ქარვისფერი ღვინის მოხმარება თანამედროვე ტენდენციად ყალიბდება.

ცნობისთვის, კოტეჯების ტიპის სასტუმრო "ჩუბინი" ყვარელში სოფელ შილდაში მდებარეობს. სასტუმრო 8 კოტეჯს მოვიცავთ, სადაც 24 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

"ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას"

"ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას"

გამოგვყევით