logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თევზის სახლი" ფართოვდება - კომპანია ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს

არსებული თევზის გადამამუშავებელი საწარმო აღარ გვყოფნის და 2 კვირაში ახალი თანამედროვე სტანდარტების საწარმოს მშენებლობას ვიწყებთ, - ამის შესახებ კომპანია "თევზის სახლის" დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ  "ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საწარმოს გახსნის შემდეგ კომპანიას წარმადობის გაორმაგების შესაძლებლობა ექნება.

"ახალი 400 კვ.მ-მდე ფართობის საწარმო არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია, რადგან კალკულაცია ახლა მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ გვსურს, რომ პროდუქციის ასორტიმენტი გავზარდოთ და უფრო მეტად განვვითარდეთ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება", - აცხადებს ალექსანდრე დადიანი.

გარდა ამისა, კომპანია მიმდინარე წელს, ასევე სარესტორნე სივრცის დამატებას გეგმავს, რომელიც 150 სტუმარს დაიტევს.

"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ გაფართოება. ამ დროისთვის, ჩვენს სარესტორნე სივრცეში 200 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. წელიწადში კი 100 000-ზე მეტი ვიზიტორი გვაქვს, მათ შორის, 70% ადგილობრივი ტურისტები არიან", - აცხადებს ალექსანდრე დადიანი.

ცნობისთვის, კომპანია „თევზის სახლი“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა. მის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე რამდენიმე თევზსაშენი, საწარმო, საფირმო მაღაზია და რესტორანი „თევზის სახლი“. კომპანიაში ამ ეტაპზე 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით