logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

"მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ტექნოლოგიური მიმართულება განვავითაროთ და ქალებს ხელი შევუწყოთ" - თათა ანჯაფარიძე

„თიბისიმ“ USAID-თან ერთად პროექტი დაიწყო, რომელიც 9 სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით 760-ზე მეტი ადამიანის გადამზადებას და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობას მოიცავს. ამის შესახებ „თიბისი IT აკადემიის“ ლიდმა თათა ანჯაფარიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით,  კურსებზე დარეგისტრირება 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.

პროექტის ფარგლებში ხელს ვუწყობთ რეგიონებსაც და ქალთა გაძლიერებასაც. ძალიან გვეამაყება, რომ მიმდინარე 350 ადამიანში გვაქვს  ასეთი სტატისტიკა - 35% არის რეგიონებიდან და 40% არის ქალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. საკმაოდ დიდია ამ პროექტის მიმართ დაინტერესება. სწავლება არის 3-დან 4-თვემდე. სხვადასხვა მიმართულებებს ვასწავლით და სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს“, - განაცხადა თათა ანჯაფარიძემ.

გამოგვყევით