logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

"ორსულობა, დედათა და ბავშვთა გარკვეული ნიუანსები ქალებს მამაკაცებზე მეტი საჭიროებების წინაშე აყენებს"

ორსულობა, დედათა და ბავშვთა გარკვეული ნიუანსები ქალებს მამაკაცებზე მეტი საჭიროებების წინაშე აყენებს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრმა ირმა ზავრადაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს მიერ განხორციელებულ თემატურ კვლევაში გამოიკვეთა ის განსაკუთრებული საჭიროებები რაც კონკრეტულად ქალებზე იყო ორიენტირებული და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებდა.

"2 წლის წინ "ქართული ოცნების" პარტიაში შეიქმნა ქალთა ორგანიზაცია, სადაც ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება კონკრეტულად ჩემი საკურაციო სფერო იყო და მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყეთ როგორც პრობლემების იდენტიფიცირება, ისე მოგვარების გზების მიგნებები. ჯანდაცვის კომიტეტის ეს თემატური მოკვლევა ემსახურებოდა არამარტო ქალების, არამედ ქალების და მამაკაცების, კონკრეტულად ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების ნაწილში ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ამ კვლევაში გამოიკვეთა ის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც კონკრეტულად ქალებზე იყო ორიენტირებული და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებდა. მაგალითად, ქალს მამაკაცისგან განსხვავებით ორსულობა უდგება დღის წესრიგში და შესაბამისად, ამ ნაწილში წინა ორსულობის პერიოდისთვის, ქალის მოსამზადებლად, თვითონ ორსულობა, დედათა და ბავშვთა მიმართულებით გარკვეული ნიუანსები ბევრად უფრო მეტი საჭიროებების წინაშე აყენებს ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.

თუმცა ონკოლოგიის ნაწილში განსხვავებული მიდგომა არ არის. ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების ხელმისაწვდომობის ნაწილში ძალიან მალე მზად გვექნება ჩვენ ის მიგნებები, რომელიც გადაეგზავნება ჯანდაცვის სამინისტროს.

ამ მოკვლევაში სამინისტროს გარდა ჩართულები იყვნენ ონკოლოგიური კლინიკები, ექსპერტები და პაციენტების ოჯახები, ასევე, პალიატიური მედიცინის ცენტრები. თემატური მოკვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ დაფინანსების ნაწილში იმდენი პრობლემა არ არის და აბსოლუტურად თანაბარი წარმატებით ფინანსდება ქალიც და მამაკაციც შესაბამისი იდენტიფიცირებული კიბოს შემთხვევაში. აქ პრობლემა სხვა რამეში გამოიკვეთა. უწყვეტი ჯაჭვის არსებობის ნაწილში რამდენიმე რგოლის სისუსტე დავინახეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, რომ შეივსოს ჯაჭვი", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

გამოგვყევით