logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

"საერთაშორისო IT კომპანიებში ხელფასი ₾8 000-მდე მერყეობს - ეს ისეთი შესაძლებლობაა, რომელიც ქალებს გვჭირდება"

"საინტერესოა ის, რომ საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსით მოსარგებლე კომპანიებში 8 000 ლარამდე მერყეობს ხელფასი და ეს ისეთი დასაქმების შესაძლებლობაა, რომელიც ნამდვილად გვჭირდება ქალებს, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტად ვიყოთ ჩართული", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ დასაქმების ბაზარზე ძალიან მზარდი მოთხოვნაა IT მიმართულებით.

25 აპრილს მსოფლიოში საერთაშორისო დღე „გოგოები ტექნოლოგიებში“ აღინიშნება. შესაბამისად, გენდერული საბჭოს ფარგლებში მთლიანად აპრილის თვე გამოცხადებული გვაქვს „ქალები და გოგოები ტექნოლოგიებში“. რა თქმა უნდა, ეს პასუხობს იმ სახელმწიფო მიზნებს, რომელიც გაცხადებული გვაქვს. საქართველო შეუერთდა გაეროს თანასწორობის თაობის ფორუმს და ვალდებულება ავიღეთ, რომ ქალების და გოგოების რაოდენობას გავზრდიდით ტექნოლოგიებში.

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მიმდინარეობს და ტექნოლოგიები და ეს მიმართულება გვაიძულებს, რომ ახალ პროფესიებზე, სპეციალისტებზე და ახალ მიმართულებებზე გავაკეთოთ აქცენტი. როდესაც ვსაუბრობთ ქალებს და კაცებს შორის სახელფასო სხვაობაზე, როდესაც ვსაუბრობთ ქალების დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობაზე, გენდერულ დისბალანსზე - არ გვეპატიება, რომ ტექნოლოგიები, რომელიც მზარდი მიმართულებაა და 10-20 წელში სრულიად შეცვლის დასაქმების ბაზარზე კონიუნქტურას, ქალები ჩამოვტოვოთ ამ შესაძლებლობიდან“, - განაცხადა წილოსანმა.

გამოგვყევით