logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

"სოფელი მიმზიდველი და სასიამოვნო არა მხოლოდ ბუნების, არამედ შემოსავლის კუთხით უნდა გახდეს" - მენტორი მზია გოგაძე

სოფელი მიმზიდველი და სასიამოვნო არა მხოლოდ ბუნების, არამედ შემოსავლის კუთხით უნდა გახდეს, - ამის შესახებ გადაცემა  „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ მენტორმა მზია გოგაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში სოფლები არ უნდა დაიცალოს, რადგან ეს არის ქართული ბაზრის მომარაგების საუკეთესო საშუალება.

"2024 წელს, პარტია "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიზნად დაისახეს პროგრამა - სოფლად მენტორი ქალების გამოვლენისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებული ფერმერი ქალების გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერება სოფლებში, რადგან ქალი მეწარმის უნარების განვითარება საჭიროა დარგის გაძლიერებისთვის და შემოსავლების გაზრდისთვის. ჩვენთან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისათვის ძალიან ხელსაყრელი კლიმატური პირობებია.

შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 5 მენტორი ქალი შეირჩა, რომლებმაც 50 ფერმერი ქალი გადაამზადეს. ჩემი მიმართულება დახურული და ღია გრუნტის პირობებში მებოსტნეობის კულტურების მოყვანა იყო. ქალები ისედაც აქტიურები არიან ამ თვალსაზრისით, მაგრამ შეხვედრის ფარგლებში მათი როგორც წარმატების, ისე წარუმატებლობის შემთხვევები გამოვლინდა. მათ დაავადებებთან ბრძოლა, ძირითადად, გამოცდილების არ ქონის პირობებში, საკუთარი ძალებით უწევთ, რამაც მათი ინტერესი გარკვეულწილად უკან დახია", - აცხადებს მზია გოგაძე. 

გამოგვყევით