logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

"ტექნოპარკების ბენეფიციარების 52% ქალია" - სალომე ნეფეტვარიძე

"ტექნოპარკების ბენეფიციარების 52% ქალია" - სალომე ნეფეტვარიძე

1712549280

ტექნოპარკების ბენეფიციარების 52% ქალები არიან, - ამის შესახებ ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა სალომე ნეფეტვარიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტექნოლოგიების სექტორის მიმართ ინტერესი ცალსახად იზრდება.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის გასაზრდელად, სხვადასხვა ხელმისაწვდომობას სამი მიმართულებით უზრუნველყოფს. პირველი ნაწილი არის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ქვეყანაში  9 ტექპარკი გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ პარკებში, თავისივე რეგიონში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და მიიღონ ტრენინგებში მონაწილეობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგებზე და "მენტორშიპზე" ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვახორციელებთ პრეაქსელერაციის პროგრამებს მთელ საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს რეგიონალური სტარტაპების ფორმირებას და რეგიონის საზოგადოების მეტი წევრის ჩართულობას სტარტაპ სამყაროში.

ჩვენ 2 წლის წინ დავამატეთ ტექნოლოგიური ბანაკი, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის არის, რომ მათი კარიერული განვითარება ამ ინდუსტრიისკენ მივმართოთ. ბოლო წლების განმავლობაში 500-ზე მეტი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გოგონაა ბანაკების ჭრილში გადამზადებული. გარდა ამისა, გასულ წელს ჩვენ გავუშვით ყველაზე დიდი IT ტრენინგების პლატფორმა, სადაც მონაცემებმა აჩვენა, რომ მონაწილეთა 61% არის ქალი“, - განაცხადა სალომე ნეფეტვარიძემ.

გამოგვყევით