logo
Loading data...

2023 წელს სამაცივრე მეურნეობების შემოსავალმა ₾27.6 მლნ-ი შეადგინა

2023 წელს სამაცივრე მეურნეობების შემოსავალმა ₾27.6 მლნ-ი შეადგინა

1718352995

2023 წელს საქართველოში 373 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (57.9 %) განთავსებული. საქსტატის მონაცემებით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთში (12.1%), თბილისში (10.2%), ქვემო ქართლში (5.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (4.6%), იმერეთში (4.0%), აჭარის არ-ში (3.2%), მცხეთა-მთიანეთში (1.1%), გურიაში (0.8%) და სამცხე-ჯავახეთში (0.5%).

უწყების ცნობით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2023 წლის განმავლობაში შესყიდულია 68.4 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, 27.6 მლნ. ლარი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 545.3 მლნ. ლარის ღირებულების (98.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (45.6%) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 58.6% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (36.8%), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (32.2%) და თევზეული (10.1%) წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სამაცივრე მეურნეობების 59.1% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 38.2% - ნაწილობრივ, ხოლო 2.7% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამასთან, სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.4%. აქედან, 43.5%-ს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 50.0%-ს - მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 6.5%-ს - როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისთვის.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით