logo
Loading data...

2023 წელს საქართველოში 144 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

2023 წელს საქართველოში 144 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

1718352443

2023 წელს საქართველოში 144 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, -  ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მათგან 18.1 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 17.4 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონში, 14.6 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 14.6 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 11.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 24.3 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

2023 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაიკლა 469.3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 36.8 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 63.2 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 689.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2023 წლის განმავლობაში 60 618.2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 38.3 პროცენტი - ფრინველის, 28.8 პროცენტი - ღორის, 1.1 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

2023 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 8 455.3 ტონა, საიდანაც 24.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 12.2 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, ხოლო 61.1 პროცენტი - ღორის ხორცზე.

2023 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 40.3 ათას პირს, საიდანაც 43.5 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 262 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 34.4 ლარი, ცხვრის ან თხის - 15.9 ლარი, ღორის - 29.6 ლარი.

სასაკლაოების უმრავლესობა (49.3 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.1 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, 5.6 პროცენტი კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 70.1 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 29.9 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 58.1 პროცენტს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 32.6 პროცენტს - საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 9.3 პროცენტს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით