logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2025 წლის ნოემბერში ყველაზე მეტად არასაცხოვრებელი სეგმენტის მშენებლობა გაძვირდა - "საქსტატი"

2025 წლის ნოემბერში ყველაზე მეტად არასაცხოვრებელი სეგმენტის მშენებლობა გაძვირდა - "საქსტატი"

1767686442

2025 წლის ნოემბერში ყველაზე მეტად არასაცხოვრებელი სეგმენტის მშენებლობა გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, 2025 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 5.2%-ით. 

"საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით,  საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 7.9 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.7 პროცენტით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი – 10.7 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9 პროცენტით.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსის 0.5 პროცენტით ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.0-პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც, შესაბამისად, 5.02 და 0.3 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 25.8 პროცენტით გაიზარდა.

გამოგვყევით