logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ამერიკული ბიზნესების ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების მიმართ" - აშშ-ის საელჩო

მიმდინარე კვირას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ამერიკელი ბიზნეს ხელმძღვანელების დელეგაციას და საქართველოს ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას - კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში. ასევე, ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართ.

მათივე ცნობით, დელეგაცია საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ეწვია, რათა გაცნობოდა შუა დერეფნის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სფეროებში. ვიზიტი აშშ-ის კომერციის სამსახურის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს (AGBC), აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა (USACC) და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციას სადილზე შეხვდა და დაესწრო მიღებას.

გამოგვყევით