აშშ-სთან ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
„ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმავეზე, რაზეც ვსაუბრობთ, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი. ამას ველოდებით ჩვენ მოთმინებით საპასუხო რეაქციას და იმედი მაქვს, რომ ეს საპასუხო რეაქცია იქნება ამერიკული მხრიდან. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი დანარჩენი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.