logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

Galt & Taggart: იანვარში სპილენძის ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა

Galt & Taggart: იანვარში სპილენძის ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა

1707821679

2024 წლის იანვარში სპილენძის ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის მონაცემებით, მიუხედავად უმნიშვნელო ზრდისა, საინვესტიციო ფონდები სპილენძის აქციების ძლიერ ზრდას ელიან, რაც 2024 წელს ნედლეულის დეფიციტით იქნება გამოწვეული. გაზრდილი მიწოდების მოლოდინი მნიშვნელოვანი დანაკლისის მოლოდინმა ჩაანაცვლა.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, Cobre Panama-ს დახურვამ, რომელიც მსოფლიო სპილენძის 1.5%-ს აწარმოებდა, ბაზარზე მიწოდება შეამცირა. დამატებით, ნედლეულის გიგანტის, Glencore-ს შედეგების პრეზენტაციაში 2023 წელს სპილენძის პროდუქციის შემცირება ჩანს და 2024 წლისათვის კიდევ მეტ შემცირებას ელიან.  ამ ინდუსტრიაში წარმოების სირთულის გათვალსიწინებით, მინიმალური მიწოდების ზრდის მოლოდინის ფონზე, ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი წლის განმავლობაში.

გამოგვყევით