2024 წლის მაისში სპილენძის ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, გაზაფხულზე მეტალის ფასი 30%-ით გაიზარდა და მაისში რეკორდულ $11,000-იან ნიშნულსაც გადააჭარბა.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, წითელი მეტალის მნიშვნელოვანი ზრდა მისი მრავალმხრივი გამოყენების შედეგია - ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მწვანე ენერგიაში, ელექტრო-მანქანების, სამხედრო აღჭურვილობისა და ელექტრო-ტექნიკის წარმოებაში. ზოგიერთი პროგნოზით სპილენძის ფასი მომდევნო წლებში შეიძლება $40,000-მდეც გაიზარდოს, შედეგად მის მიმართ ინტერესი არაორდინალური გზებითაც ვლინდება.
"მაგალითად, სამხრეთ ინგლისში სპილენძის კაბელების ქურდობის შემთხვევები 20%-ით არის გაზრდილი, ტელეკომ კომპანიებმა კი შემოსავლის ახალი წყარო აღმოაჩინეს - დამარხულ სპილენძის კაბელებს მიწიდან იღებენ და მეტალის სახით ყიდიან. დათვლების მიხედვით, ამ კაბელების ღირებულება შესაძლოა $7 მლრდ-ს აჭარბებდეს",-აღნიშნულია მიმოხილვაში.