2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 2.3 მლნ დოლარის ღირებულების საზამთროს იმპორტი განხორციელდა. იმპორტის მოცულობა ანალოგიური იყო გასული წლის ამავე პერიოდშიც.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოცულობით საზამთრო საქართველოში ივნისში შემოვიდა. 2024 წლის ივნისში ქვეყანაში სულ 1.3 მლნ დოლარის ღირებულების საზამთროს იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საზამთროს იმპორტი საქართველოში თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, უზბეკეთიდან და ნიდერლანდებიდან ხორციელდება. მოცულობების მიხედვით იმპორტიორ ქვეყნებს შორის თურქეთი ლიდერობს. მეზობელი ქვეყნიდან წელს საქართველოში 1.3 მლნ დოლარის ღირებულების საზამთროს იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ივნისში ქვეყნიდან, 94 ათასი დოლარის ღირებულების, 330 ტონა საზამთრო გავიდა. ექსპორტი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, სომხეთში განხორციელდა.