logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივლისში წლიური ინფლაციის დონე 4.3% შეადგენდა - "საქსტატი"

2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-5.2 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.2 პროცენტი).

ამასთან,ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული
(2.9 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.2 პროცენტი);

ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (2.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (9.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.5 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.1 პროცენტი)

გამოგვყევით