logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივნისში მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე გაიზარდა

ივნისში მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე გაიზარდა

1721380640

"საქსტატი" მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსებს აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.7 პროცენტით;

  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით;
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.9 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.6 პროცენტით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 6.1 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 3.7 პროცენტით. ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 0.6 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 17.1 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 7.0 პროცენტით. ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 4.6 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 2.0 პროცენტით.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 4.0 პროცენტით, ხოლო სადენიანი და უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელია.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი შემცირდა 0.2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 1.6 პროცენტით. ამასთან, უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, ხოლო სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე 0.1 პროცენტით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.9 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე 3.8 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.3 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაზრდილია 6.6 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები 6.5 პროცენტით.

გამოგვყევით