ხელფასის მიმღებ ადამიანთა რაოდენობამ დეკემბერში 982 802-ს მიაღწია, მაჩვენებელი ნოემბერთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა, წლიურად კი 1.8%-იანი ზრდაა.
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, ამავე პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე ანაზღაურებას, წლიურად 2.3%-ული პუნქტით შემცირდა. სამაგიეროდ, 5.1%-ული პუნქტით გაიზარდა მათი რაოდენობა, რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ ანაზღაურებას იღებდნენ.
0.9%-ული პუნქტით არის გაზრდილი 9,600 ლარზე მეტი ანაზღაურების მქონეთა რაოდენობა.
0-600 ლარის ანაზღაურება - 146 000 ადამიანს
600-1199 ლარის ანაზღაურება - 206 000 ადამიანს
1200-2399 ლარის ანაზღაურება - 324 000 ადამიანს
2400+ ლარის ანაზღაურება - 284 000 ადამიანს