logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

კონკურენციის სააგენტომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეები დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეები დააჯარიმა

1719559862

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ივნისში ხუთ მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.

საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

GCCA-ის მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, შპს „ოპატრეიდს“ – 6524 ლარი და 68 თეთრი, ნუგზარ ყურბანოვს – 600 ლარი, ანარ ასლანოვს – 600 ლარი, შპს „9 დრაგონს იმპერიას“ – 600 ლარი და ონლაინ მაღაზია „urbanindustry”-ს – 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

სააგენტოს განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

2023 წლიდან დღემდე, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 40 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში – 50 000 ლარამდე. მომხმარებლის სასარგებლოდ, ანაზღაურდა, დაახლოებით, 500 000 ლარზე მეტი.

გადაცემები

გამოგვყევით