logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მიხეილ დუნდუა: ევროკავშირთან და დასავლეთის ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც განვითარდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მიხეილ დუნდუას თქმით, ამას ადასტურებს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებიც.

„ევროკავშირთან და დასავლეთის ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც განვითარდება და ახალ სიმაღლეზე ავა. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინიციატივით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელსაც აქვს  მხარდაჭერა  ევროკავშირის მხრიდან, მსოფლიო ბანკის მხრიდან და ზოგადად, მხარდაჭერა სახელმწიფოების მხრიდან არის მაღალი. არამარტო ორი მილიარდი  დოლარი , უფრო მეტი ჩაიდება ამ პროექტის განხორციელებაში. არანაირი საფრთხე არ ემუქრება ეკონომიკას.

სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის ანგარიშები მიუთითებენ, რომ საქართველო მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება, მისი ეკონომიკა გაუმჯობესდება, ზრდა იქნება მაღალი, ეს საფრთხე რეალური რომ იყოს საერთაშორისო ინსტიტუტები ასეთ დასკვნებს არ დაწერდნენ“,-აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

გამოგვყევით