მცენარეული ზეთების წარმოება და ბაზარზე განთავსება ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება. როგორც საკანონდემბლო მაცნეზე გამოქვეყნებული ტექნიკური რეგლამენტიდან ირკვევა, აღნიშნული რეგულაციები ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს მცენარეული ზეთების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომელსაც პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს.საუბარია, როგორც საკვებ მცენარეულ ზეთებზე, ისე არაქისის, ალისარჩულის, ბაბასუს, ბამბის,სელის, ბრინჯის, ქოქოსის, სელის, ყურძნის წიპწის, თხილის, სიმინდის, ნუშის, მდოგვის, პალმის, ფსტის,სოიოს, მზესუმზირას (ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით) და სხვა სახის ზეთებზე.
მაგალითად, პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი, რომლის თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 2,0 გრამს და რომლის სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს. ამავე დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია ოფიციალური დასახელება „ზეთისხილის ზეთი“ გამოყენებული იქნეს „ზეთისხილის ზეთი პომასის“ ოფიციალურ დასახელებად.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული რეგლამენტის შესაბამის ცხრილებშია განმარტებული.
რაც შეეხება ბაზარზე განთავსებას, მცენარეული ზეთები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, პროდუქციის შენახვის პირობები განთავსებული უნდა იყოს პროდუქციის ეტიკეტზე.