logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგზე გარკვეულწილად აისახა" - ლევან სულაბერიძე

"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგზე გარკვეულწილად აისახა" - ლევან სულაბერიძე

1739599980

„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგზე გარკვეულწილად აისახა,“ - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან სულაბერიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პროექტის განხილვის ვადების ზრდაზე.

„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები  ჩვენს დარგზე გარკვეულწილად აისახა. მაგ. ერთ-ერთ ფინანსურ საერთაშორისო ორგანიზაციასთან პროექტის განხილვას თუ სჭირდებოდა 1 თვე ახლა ეს ვადა 3 თვემდე გაგვიზარდეს. ეს შეიძლება დიდი კატასტროფა არ არის, მაგრამ გარკვეული ცვლილებები გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამისათვის უნდა შევქმნათ  პროდუქტი, რომელსაც ისინი განიხილავენ. მე ჯერ არ მაქვს იმის თქმის საბაბი, რომ ეს პროცესები რადიკალურად და მნიშვნელოვნად აისახა, წინასწარი საუბრები არ ტოვებენ იმის განწყობას, რომ ისე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი, რომ საქმიანობა შეწყვიტონ საერთოდ,“ - განაცხადა ლევან სულაბერიძემ. 

გამოგვყევით