logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა

1719558842

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

გადაცემები

გამოგვყევით