logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს 141 მლნ ლიტრს მიაღწია" - TBC Capital

"საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს 141 მლნ ლიტრს მიაღწია" - TBC Capital

1787655900

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას TBC Capital ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლუდის გაყიდვების ძირითადი არხები - FMCG და HORECA სექტორები, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.

"იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა.

მიწოდების მხრივ, ადგილობრივი ლუდის წარმოება ზედიზედ მეორე წელს შემცირდა და 2025 წელს 114 მლნ ლიტრი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ფასების ზრდამ სექტორის შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო და ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს ₾636 მლნ-ს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება.

საქართველოში ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მლნ ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის ₾1.0 მლრდ ლარი შეადგინა. სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება - 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მლნ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გამოგვყევით