logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქსტატის" ხელმძღვანელის ხელახალი დანიშვნის ვადებზე შეზღუდვა გაუქმდება

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არჩევის ვადაზე შეზღუდვა მოიხსნება.

მოქმედი კანონმდებლობით, უწყების ხელმძღვანელი თანამდებობაზე მაქსიმუმ ორჯერ, ოთხწლიანი ვადით ინიშნება. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით კი, ერთი და იგივე პირი შესაძლოა თანამდებობაზე სამჯერ ან მეტჯერაც დაინიშნოს.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას უზრუნველყოფს.

კანონპროექტით, დანიშვნის კონტროლის მექანიზმი უცვლელი რჩება და პროცესი ისევ კონკურსისა და პარლამენტის თანხმობის საფუძველზე განხორციელდება.

"ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე, და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში

გამოგვყევით