logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სოსო ობოლაძე უხელმძღვანელებს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სოსო ობოლაძე უხელმძღვანელებს

1778050500

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სოსო ობოლაძე წარუდგინა.

მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ,  2025/2026 წლებში, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

2025 წელს, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი.

მიხეილ მაღლაკელიძემ საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ რიკაძე, მოადგილეები - ირაკლი თევდორაძე, დავით მდინარაძე, მერაბ არახამია, ელგუჯა ბერანძე, კიაზო ახალაია და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

გამოგვყევით