logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შუა დერეფანში ტრანსპორტის ფასები მაღალი და არასტაბილურია - მსოფლიო ბანკი

ე.წ. შუა დერეფანში ტრანსპორტის ფასები მაღალი და არასტაბილურია - ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ბანკის კვლევაში „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“

კვლევის თანახმად, დერეფანში ერთი FEU (ორმოცი ფუტის ეკვივალენტური ერთეული) კონტეინერის ტრანსპორტირების ფასი ჩინეთსა და ევროპას შორის შეიძლება განსხვავდებოდეს 2,500 აშშ დოლარიდან 3,250 აშშ დოლარამდე. მაშინ, როცა, ჩრდილოეთის მარშრუტს რუსეთის გავლით აქვს ფიქსირებული ფასი და ამჟამად არის 2,599 აშშ დოლარია აღმოსავლეთისკენ, ხოლო 3,121 აშშ დოლარი დასავლეთისკენ მიმავალ ტვირთებზე.

გარდა მაღალი დანახარჯებისა, შუა დერეფნის გავლით საქონლის ტრანზიტული გადაზიდვის დრო ორჯერ მეტია რუსულ ალტერნატიულ მარშრუტთან შედარებით.

ანგარიშში წერია, რომ მაგალითად, 2022 წელს შუა დერეფნის გავლით, 50 დღეზე მეტი დასჭირდა ტვირთის ტრანსპორტირებას ყაზახეთის დოსტიკიდან ან ხორგოსიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე. ეს ორჯერ ხანგრძლივია, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტით (რუსეთისა და ბელორუსის გავლით) ან ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით გადაზიდვა.

„2021 წელს ტრანსპორტირების დრო მნიშვნელოვნად, დაახლოებით 30-35 საათით შემცირდა. 2022 წელს მნიშვნელოვანი დროითი გაუარესება გამოწვეული იყო მოთხოვნის მკვეთრი ზრდით და ასეთი მოცულობისთვის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ოპერატორების მოუმზადებელობით. მარშრუტის ყველაზე დიდი შეფერხებები დაკავშირებულია საქონლის ინტერმოდალურ ტრანსფერებთან პორტებში და არასაკმარის გამტარუნარიანობასთან კონკრეტულ სარკინიგზო მონაკვეთებზე. თურქეთის გავლით ტრანსპორტირების დრო მნიშვნელოვნად დაბალია, მაგრამ სიმძლავრის ნაკლებობის გამო ეს მარშრუტი არც თუ ისე მიმზიდველია გამგზავნისთვის“ - ამბობს მსოფლიო ბანკი.

"გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ყურძნის გარკვეული ნაწილის მიღება სახელმწიფოს მოუწევს და ფასი ხარისხზე იქნება დამოკიდებული"

"გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ყურძნის გარკვეული ნაწილის მიღება სახელმწიფოს მოუწევს და ფასი ხარისხზე იქნება დამოკიდებული"

გამოგვყევით