logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"2025 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.6%-ით გაიზარდა" - "თიბისი კაპიტალი"

"2025 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.6%-ით გაიზარდა" - "თიბისი კაპიტალი"

1766478420

2025 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.6%-ით გაიზარდა და 1,200 გვტ. საათი შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნოემბერში საცალო მოხმარება 3.8%-ით, 675 გვტ. საათამდე შემცირდა, თუმცა მსხვილი მომხმარებლების მოხმარება 41.3%-ით გაიზარდა და 312 გვტ. საათი შეადგინა.

კვლევის თანახმად, 9.6%-ით, 213 გვტ. საათამდეა შემცირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ელექტროენერგიის მოხმარება.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 20.7%-ით,1.129 გვტ.საათამდე გაიზარდა.

გამოგვყევით