logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

2026 წლიდან საქართველოში 14 დასახელების ელექტროტექნიკაზე ენერგოეტიკეტირება სავალდებულო ხდება

2026 წლიდან საქართველოში 14 დასახელების ელექტროტექნიკაზე ენერგოეტიკეტირება სავალდებულო ხდება

1766750961

2026 წლიდან საქართველოში 14 დასახელების ელექტროტექნიკაზე ენერგოეტიკეტირება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი პროფილური უწყებების წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ენერგოეტიკეტირების შესახებ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ ვალდებულებები გააცნეს.

პრეზენტაცია წარადგინა სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა  მარიტა არაბიძემ. მისი თქმით, ელექტროტექნიკაზე ენერგოეტიკეტის დატანა მომხმარებელს დაეხმარება, მარტივად მიიღოს ინფორმაცია, თუ რა ენერგიას მოიხმარს კონკრეტული პროდუქტი და შესაბამისად, შეარჩიოს უფრო მდგრადი და ხარჯეფექტური ტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ სავალდებულო მოთხოვნების შესახებ სათანადო ინფორმაცია უკვე მიაწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, რათა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მომზადებული შეხვდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმაპრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

გამოგვყევით