logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ჩვენს ქვეყანას როგორც ჰიდროენერგეტიკის, ასევე ქარისა და მზის ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნია" - თორნიკე დარჯანია

ჩვენს ქვეყანას გააჩნია ჰიდროენერგეტიკის, ასევე ქარისა და მზის ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსები და შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობა  - ამის შესახებ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა  თორნიკე დარჯანიამ განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება ძირითადად ბუნებრივ აირზეა დაფუძნებული, თუმცა ქვეყანამ მზის ენერგეტიკის მიმართულებითაც გადადგა პირველი ნაბიჯები. რაც შეეხება სომხეთს -  იქ მცირე ჰიდროენერგეტიკა და მზის ენერგეტიკაა განვითარებული.

როგორც  დარჯანია აცხადებს,  საქართველო ამ ტემპით მალე დაეწევა და გაასწრებს კიდეც აღნიშნულ ქვეყნებს.

“ნეტო აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში უკვე დაახლოებით 300 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებია ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, მომავალი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კიდევ 100 მეგავატი სიმძლავრის სადგურების დამატებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება დიდ პროექტებს -  ამჟამად ვმუშაობთ 78-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტზე მარნეულში, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ასევე, უკვე აშენებულია 60-მეგავატიანი კიდევ ერთი მზის ელექტროსადგური მარნეულში, ხოლო მის მეზობლად მიმდინარეობს კიდევ ასევე 60-მეგავატიანი სადგურის მშენებლობა. თუ მთლიან სურათს შევხედავთ, დაახლოებით 500 მეგავატის სიმძლავრის პროექტებია სხვადასხვა ეტაპზე. ნაწილმა უკვე მიიღო მშენებლობის მემორანდუმი, ნაწილი კი მომდევნო თვეებში მიიღებს. შესაბამისად, ეს პროექტები ეტაპობრივად გადადის მშენებლობის ფაზაში და აშკარაა, რომ ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალია”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

გამოგვყევით