logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

1762427486

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმში, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის სექტორის წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ფორუმის ფარგლებში დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეზე – ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის კონცეფციაზე, რომელიც მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობასა და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში.

სემეკის თავმჯდომარემ მიმოიხილა ნეტო აღრიცხვის სქემის დინამიკა, რომელიც 2016 წლიდან მოქმედებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მიკროსიმძლავრის განახლებადი წყაროების დანერგვას.

სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალი მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს მზის ენერგიის მწარმოებელ-მომხმარებელთა (პროსიუმერების) ეკონომიკური ინტერესების  დაცვასა და ენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებას.

საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი ყოველწლიურად იმართება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა თემატურ პანელურ დისკუსიას, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებს, სადაც განიხილება განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციები.

გამოგვყევით