logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

დავით ნარმანიამ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

დავით ნარმანიამ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

1717678393

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში. სემეკის თავმჯდომარის მოდერატორობით გამართულ პანელურ დისკუსიაში, მონაწილეებმა იმსჯელეს  განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების საკითხებზე.

დავით ნარმანიამ დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრა განახლებადი ენერგიის კუთხით საქართველოს პოტენციალსა და ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის აუცილებლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა სემეკის მიერ დანერგილ ნეტო აღრიცხვის სისტემაზე, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების წესზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი იძლევა შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ჯანსაღი ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მწვანე ენერგეტიკული გარემოს ჩამოყალიბება. მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს როგორც საქართველოს ეროვნულ ინტერესს, ასევე საერთაშორისო ვალდებულებასაც - სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა ორიენტირებულია ევროკავშირთან ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისკენ. ქვეყნის ინტერესია, რომ ხელი შეეწყოს ენერგიის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი წარმოებით  სრულად დაკმაყოფილდეს და ასევე, ხელი შეეწყოს ჭარბი ენერგიის საექსპორტოდ გატანას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განხორციელებაც ქვეყანას ევროპასთან მწვანე ენერგიის პირდაპირი ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

6-7 ივნისს, თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14  ფორუმი მიმდინარეობს, სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

გამოგვყევით