logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ინვესტორთა შეკრება განახლებადი ენერგიის ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით

ინვესტორთა შეკრება განახლებადი ენერგიის ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით

1707297834

USAID მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში. ამ მიზნით, USAID-მა მოიწვია ინვესტორთა შეკრება, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები და საფინანსო ინსტიტუტები.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ანი სტიდმა, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილემ და რობ ტეილორმა, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში.

ინვესტორთა შეკრებაზე განხილულ იქნა განახლებადი ენერგიის მხარდამჭერი მექანიზმის, ფასთაშორის სხვაობის, მეორე სიმძლავრის აუქციონი და მასთან დაკავშირებულ ტექნიკური დეტალები, ასევე განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული საქართველოსთვის აქტუალური სხვა საკითხები. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა განახლებადი ენერგიის მიმდინარე და USAID-ის მიერ დაგეგმილ საპილოტე პროექტებს ენერგეტიკული გაერთიანების შესახებ.

USIAD-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში წარმოადგენს 5 წლიან პროექტს, რომლის ბიუჯეტი 20,2 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამას ახორციელებს „შპს დელოიტ ქონსალთინგი“ (Deloitte Consulting LLP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება,  გრძელვადიანი პოლიტიკისა და მმართველობის გზით, სექტორზე მავნე ზემოქმედებისგან გამოწვეული მგრძნობელობის შემცირებით, განახლებადი ენერგიის წარმოებაში (ქარი, მზე და ჰიდროენერგეტიკა) კერძო სექტორის ინვესტიციების ზრდისა და ქართული ინსტიტუციების ცნობიერების ამაღლების საშუალებით, რათა ეფექტურად განხორციელდეს ქვეყნის შიდა ენერგეტიკული ბაზრების მართვა და ენერგეტიკული სექტორის მედეგობის შენარჩუნება კიბერ საფრთხეების მიმართ.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  30 წელზე მეტი პარტნიორობის შედეგად, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის პროგრამები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.

გამოგვყევით