logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით

1766592469

„ენერგეტიკას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი როლი და მნიშვნელობა აქვს. გვაქვს ზუსტად განსაზღვრული ხედვა და მკაფიო გეგმა, რათა საკმაოდ მოკლე ვადაში დავინახოთ ხელშესახები შედეგი - წლიდან წლამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრეები. ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში” სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინიციატივებზე, რომლებიც სამინისტროში კერძო სექტორის წახალისების მიზნით ამოქმედდა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც უწყების მენეჯმენტი ინვესტორების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

მინიტრმა ასევე აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც, მისი შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ასევე ევროკავშირის ენერგოსისტემასთან დაკავშირებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, წყალქვეშა კაბელის შესახებ საკმაოდ კარგი პროგრესია - ევროკომისიამ აღნიშნული პროექტი ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტად დაასახელა, ხოლო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევამ დაადასტურა, რომ ის ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული კაბელით საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი პირდაპირ ევროკავშირში განხორციელდება. „ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, 2032 წლამდე საქართველოში დადგმული სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჭარბი გენერაცია საექსპორტო რესურსად მივმართოთ. მისი თქმით, საქართველო ასევე განაგრძობს იყოს ტრანზიტული ქვეყანა ენერგეტიკის სექტორში.

გამოგვყევით