logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ნამახვანჰესი", "ნენსკრა" და ხუდონჰესი" აუცილებლად უნდა აშენდეს", - მაია მელიქიძე

"ნამახვანჰესი", "ნენსკრა" და ხუდონჰესი" აუცილებლად უნდა აშენდეს, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ენერგოდამოკიდებულების სერიოზული პრობლემა ექნება.

"ინვესტორებს, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში აინტერესებთ კონკრეტულად რომელი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი. დღეს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი ინვესტორი უნდა წარვუდგინო, რომელსაც ასევე, აინტერესებს რომელ პროექტში შეიძლება ჩადოს თანხები. 

ქვეყანაში არსებობს რამდენიმე პროექტი, მთავარია ინვესტორი დაინტერესდეს.

თუ საქართველოში ჰესები არ აშენდება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავხდებით ენერგოდამოუკიდებლები. შესაბამისად, ჩვენ საიდანღაც უნდა მოვიტანოთ ელექტროენერგია და ეს მეზობელი რუსეთი იქნება, რადგან აზერბაიჯანს არ აქვს", - აცხადებს მაია მელიქიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

ნიკოლოზ გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

გამოგვყევით