logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"თელასმა" წელს 6.4%-ით მეტი ელექტროენერგია გაანაწილა

"თელასმა" წელს 6.4%-ით მეტი ელექტროენერგია გაანაწილა

1721202617

2024 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,815 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6.4% (110 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2023 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას, - ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. 

აღნიშნულ მატებას "თელასი"  ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდით ხსნის. 

"სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3%-ით (22 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 760,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 681,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 79,2 ათასი – იურიდიური პირი. 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 995 კმ შეადგინა, რაც 3,4%-ით (231 კმ-ით) აღემატება 2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 764 კმ).

კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით