logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

თორნიკე დარჯანია: აუცილებელია ქვეყანამ შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განავითაროს

მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში  ენერგეტიკული მიმართულებით ინფრასტრუქტურის საჭიროებასა და ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მხოლოდ კაბელი საკმარისი არ არის. აუცილებელია, ქვეყანამ შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც სათანადოდ განავითაროს, რომ ენერგიის შენახვა და სხვა ქვეყნისთვის გადაცემა შეძლოს.

"ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა ენერგიის დამაგროვებელი სისტემების, ბატარეებისა და აკუმულატორების განვითარება, ასევე დამგროვებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და გადამცემი ქსელის გაფართოება. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ პროექტმა სრულფასოვნად იმუშაოს.

მაგალითად, როგორ შევთავაზებთ სომხეთს მისი ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ გვექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც სომხეთიდან მიღებულ ელექტროენერგიას შეუფერხებლად გაატარებს და ევროპისკენ გადასცემს?! ამიტომ, მხოლოდ ევროპასთან დამაკავშირებელი კაბელის იმედად არ უნდა ვიყოთ",- აღნიშნავს მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებლი.

დარჯანიას თქმით, პარალელურად, აუცილებელია ასევე ქვეყნის შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაც და სწორედ ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი.

გამოგვყევით