logo
Loading data...

"150 000-მდე დასაქმებულს კერძო დაზღვევა არ აქვს" - ამოქმედდება თუ არა სავალდებულო დაზღვევა

"150 000-მდე დასაქმებულს კერძო დაზღვევა არ აქვს" - ამოქმედდება თუ არა სავალდებულო დაზღვევა

1718428980

"დადგა დრო, დასაქმებულმა ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, სად და როგორ დაეზღვენ" - ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, დღეს უკვე შეიძლება დაიწყოს მსჯელობა დასაქმებულთა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესახებ.

დადგა დრო, რომ დასაქმებულმა ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, სად და როგორ დაეზღვენ და თუ ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, საუკეთესო გზა იქნება, თუ ეს დაზღვევა სავალდებულო იქნება. ეს საყოველთაო დაზღვევას დიდ ტვირთს შეუმსუბუქებს. ეს წლების წინ განიხილებოდა და იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვას აქვს დაგროვებული, მათ შორის სამედიცინო სერვისების ფასწარმოქმნის ნაწილში, შესაძლებელია ვიფიქროთ დასაქმებულთა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე. მინიმალური პაკეტი, რომელიც შეიძლება კანონით იქნას გაწერილი, დაამთავრებს საუბარს დაშენებული პაკეტების რაოდენობაზე, რომელიც ახლა საკმაოდ მცირეა და იზღუდება საყოველთაო ჯანდაცვიდან. ადამიანისთვის გაცილებით ნათელი გახდება მისი ბედი. მისი არჩევანი კიდევ უფრო გაფართოვდება,“ - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, დღეს დაახლოებით 100-150 ათას დასაქმებულს კერძო დაზღვევა არ აქვს. მათი ნაწილი სრულად საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობს, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო სერვისებით მოსარგებლეა კერძო დაზღვეულთა ნაწილიც. 

აქედან გამომდინარე, ნიკოლაძის თქმით, არსებული დაანგარიშებით, დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა წლის განმავლობაში რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს გამოუთავისუფლებდა საყოველთაო ჯანდაცვას, რომელიც, შედეგად კიდევ უფრო მიზნობრივი და ეფექტიანი გახდებოდა, დასაქმებულები კი თავად დაიკმაყოფილებდნენ სადაზღვევო სერვისებზე მოთხოვნებს.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ეს თემა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ წინა კვირაში ჩატარდა ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრის მონაცილებდა. მისივე თქმით, ამ ღონისძიებაზე გაიჟღერა, რომ კერძო დაზღვეულთა მატება ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია სახელმწიფოსთვის როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე ჯიბიდან გადახდის და სხცვა კომპონენტებში. 

Jandacva.ge

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით