logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"2 წლის განმავლობაში მომხმარებლებს ₾400 000 აუნაზღაურდათ" - დავით ზუხბაია

"2 წლის განმავლობაში მომხმარებლებს ₾400 000 აუნაზღაურდათ" - დავით ზუხბაია

1765458911

დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში მომხმარებლებს 400 000 ლარი აუნაზღაურდათ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა დავით ზუხბაიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომისიის შექმნის დღიდან - დღემდე გადაწყვეტილებების 78% მომხმარებლების სასარგებლოდ იქნა მიღებული და მოთხოვნილი თანხები უკან დაუბრუნდათ. 

"2 წლის განმავლობაში დავების განმხილველ კომისიაში 151 საჩივარია შემოსული და 138 უკვე დასრულებულია. კომისიაში, დაახლოებით 13 საჩივარია განხილვის პროცესში. ნებისმიერ მხარეს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, აქვს უფლება სასამართლოში გაასაჩივროს. იმ დავების მოცულობა, რომელმაც სასამართლოში გადაინაცვლა ჯამურად 200 000 ლარს შეადგენს", - აცხადებს დავით ზუხბაია. 

მანვე აღნიშნა, რომ დავების განმხილველ კომისიას დავის საგნის ღირებულების ზღვარი გაეზარდა, რომლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად აქამდე არსებული 50 000 ლარისა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს. მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

გამოგვყევით