logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2022-2024 წლებში სებ-მა 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა, 100-მდე სუბიექტს რეგისტრაცია გააუქმა

2022-2024 წლებში სებ-მა 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა, 100-მდე სუბიექტს რეგისტრაცია გააუქმა

1758618189

2022-2024 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დარღვევისათვის 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი  შეამოწმა. ჯარიმის ოდენობამ 3 474 100 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 100-მდე ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“-ს თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პუნქტის ხელახალ რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში თუ სებ-ს განცხადებით მიმართავს იმ პუნქტის უფლებამოსილი პირი, რომელსაც ამავე ბრძანებით განსაზღვრული წესის საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა ორი წელი.

 დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 513 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ჩათვლით 721 ლოკაციაზე ოპერირებს.

გამოგვყევით