logo
Loading data...

2024 წლის მარტში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

2024 წლის მარტში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

1714132647

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 1.54 მლრდ ლარით (2.94%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.40%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 53.78 მლრდ ლარი შეადგინა,  - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 562.23 მლნ ლარით (1.93%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 974.63 მლნ ლარით (4.22%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.99%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.84 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.27%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 15.21 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.95%-ით მეტი).

2024 წლის მარტის განმავლობაში 2.00%-ით, ანუ 547.91 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 27.93 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.20 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით