2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44%-ს შეადგენს, შესაბამისი 110.7 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 44.7%-ით შემცირდა. 2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.