logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

Black Friday-ის სუპერ კვირეული დაიწყო – ნახე საქართველოს ბანკის ყველა შეთავაზება

Black Friday-ის სუპერ კვირეული დაიწყო – ნახე საქართველოს ბანკის ყველა შეთავაზება

1732631820

ნოემბრის თვის ბოლო პარასკევი ყველასთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა, რადგან შოპინგი ორმაგად სასიამოვნო, სიურპრიზებითა და უამრავი შეთავაზებით სავსე ხდება. Black Friday-ზე შეგიძლია აისრულო ყველა სურვილი, დახარჯო ცოტა და დაზოგო მოსალოდნელზე მეტი.

უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის Black Friday-ის სუპერ კვირეულს დაიწყო, რომლის ფარგლებში ყოველდღე შეძლებ ისარგებლო განსხვავებული შეთავაზებებით.

ნახე ყველა შეთავაზება, რომლებიც ბრენდების საერთო ფასდაკლებებთან ერთად დაგხვდება:

PLUS შეთავაზება

საქართველოს ბანკის PLUS ბარათით სარგებლობას რომ არაერთი უპირატესობა აქვს, აქამდეც დარწმუნდებოდი და არც ახლა იქნება გამონაკლისი. ტანსაცმელი, უახლესი ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები თუ სხვა რამ – მნიშვნელობა არ აქვს, რისი შეძენა გსურს, PLUS ქულებით ყველაფერს შეძლებ მთელი კვირის განმავლობაში.

შავ პარასკევს, 29 ნოემბერს ტანსაცმლისა და აქსესუარების ნებისმიერ მაღაზიაში PLUS ბარათის გადახდისას დააგროვებ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქსიმუმ 20 000 PLUS). გარდა ამისა, თუ PLUS ქულებით გადაიხდი, შიდა ფასდაკლებასთან ერთად ისარგებლებ დამატებით -30%-ითაც.

sCool Card-ის და Students Card-ის ქეშბექი

თუ სტუდენტური ან sCool Card გაქვს, აქციე 27 ნოემბერი სურვილების ახდენის დღედ და ესტუმრე extra.ge - ს, სადაც 40% ქეშბექს, მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებ

ხოლო 28 ნოემბერს საქართველოს ბანკის Students Card-ით/sCool Card-ით Veli.store-ზე შოპინგისას დაიბრუნე გადახდილი თანხის 40%, მაქსიმუმ 100 ლარი.

29 ნოემბერს სტუდენტური ბარათის მომხმარებლებს ICI PARIS ONLINE-სა და LC Waikiki-ში შავ პარასკევს გადახდილი თანხის 40% ქეშბექი დაუბრუნდებათ (მაქსიმუმ 100 ლარი).

რაც შეეხება მოსწავლეებს, მინისოსა და LC Waikiki-ში შეეძლებათ დაიბრუნონ 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100-100 ლარი).

გაითვალისწინე, რომ თუ sCool Card-ის შეთავაზებებით სარგებლობისთვის შეთავაზება წინასწარ უნდა გაიაქტიურო sCoolApp-ში.

MR ქულების შეთავაზება

26 ნოემბერს საქართველოს ბანკის საკრედიტო ამექსის მფლობელებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ Veli-ზე – საკრედიტო ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, 30% MR ქულას (მაქსიმუმ 150 ლარის) უკან დაიბრუნებ.

სასიამოვნო მომენტების შექმნა ამექსის ბარათით 27 ნოემბერსაც შეგეძლება ICR (ბატა, ბამბინო. AW LAB, studio by shoes gallery, კორსო იტალია და სხვა)-ში, Afflelou-სა და Voulez-Vous-ში, სადაც 30% ფასდაკლება დაგხვდება MR ქულებით გადახდისას.

29 ნოემბერს გადაიხადე ტანსაცმლისა და აქსესუარების საყვარელ ბრენდებში და დააგროვე 10-ჯერ მეტი MR ქულა (მაქსიმუმ 10 000).

როგორც ხედავ, წელს საქართველოს ბანკის დამსახურებით არ გჭირდება, რომ მხოლოდ შავ პარასკევს დაელოდო, არამედ ამის ნაცვლად შიპინგის სუპერ კვირეული მოიწყო და ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო აქციო!

გამოგვყევით