logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"2024 წელს უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება" - Galt & Taggart

"2024 წელს უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება" - Galt & Taggart

1732527744

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება, მაშინ როდესაც 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 16.4%-ს შეადგენდა.  ამის შესახებ ინფორმაცია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და მთლიანი
დასაქმების 69.2% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 2.4% იყო.

"ამასთან,  2024 წლის მე-3 კვარტალში, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.0 პროცენტული პუნქტით,  54.7%-მდე გაიზარდა. ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება, მაშინ როდესაც  2023 წელს ეს მაჩვენებელი 16.4%-ი იყო,"-აღნიშნულია მიმოხილვაში. 

გამოგვყევით