logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ჩვენი საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის" - ნათია თურნავა

"ჩვენი საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის" - ნათია თურნავა

1731090770

"ჩვენი საბანკო სექტორი გამორჩეულია. უფრო ძლიერ, განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებსაც შეშურდება თუ რამდენად ძლიერი, მაღალკაპიტალიზირებული, მაღალი ლიკვიდობით და აქტივების საუკეთესო ხარისხით გამორჩეულია,"- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ  ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი ბანკები არიან არამხოლოდ სანდო საფინანსო ინსტიტუტები, სადაც ბოლო ათწლეულებში არცერთი ანაბრის დაკარგვის შემთხვევა  არ ყოფილა, არამედ ისინი ინოვატორები არიან. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგი უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის. აქ თქვენ შეხვდებით მთელ გეოგრაფიას  საერთაშორისო ინვესტორების, დაწყებული ევროპით, აზიის ქვეყნებით, სპარსეთის ყურის ქვყნები, ჩინეთი, სინგაპური, მზარდია ეს გეოგრაფია. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ბანკები, განსაკუთრებით კი  წამყვანი ბანკები, აქეთ გახდნენ  მიმზიდველი, სოლიდური ინვესტორები ჩვენს რეგიონში, საუბარია "შუა დერეფანზე".

საკმარისია ვახსენოთ თუნდაც  სომხეთში ერთ-ერთი წამყვანი ბანკის შეძენა, უზბეკეთში დაწყებული ძალიან წარმატებული  ციფრული ბანკის პროექტი  და ეს პროცესი ჩვენი მხარდაჭერით რა თქმა უნდა, გაგრძელდება,"- აცხადებს ნათია თურნავა. 

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი როგორც ზედამხედველი ძალ-ღონეს არ იშურებს და არ დაიშურებს იმისათვის, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა კიდევ უფრო მდგრადი იყოს და   ყველა შოკს გაუძლოს. 

"ჩვენი ჩარჩო არის მაქსიმალურად მიახლოებული როგორც ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან, ასევე ჩვენ ადგილობრივ პირობებსაც მორგებული და მთელი რიგი პარამეტრებით ჩვენ ევროპელ კოლეგას  ვუსწრებთ.  ამიტომაც ხშირია, როდესაც ვუზიარებთ მათ ჩვენს გამოცდილებას იქნება ეს ახალი დარგი როგორც ვირტუალური აქტივების,სერვისების პროვაიდერი თუ ციფრული ბანკების დაფუძნება და ზედამხედველობა. 

ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომ ამ სფეროში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ფინანსებზე წვდომა, კონკურენცია სხვადასხვა სექტორში და მომხმარებელთა უფლებების დაცვა იმიტომ, რომ ძალიან ძლიერ საბანკო სექტორს სჭირდება ამ კუთხით ძალიან ძლიერი ჩარჩო. მე მადლობელი ვარ ბანკების თანამშრომლობისთვის ამ სფეროში,"-აცხადებს ნათია თურნავა. 

გამოგვყევით