logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეროვნულმა ბანკმა "სვის კაპიტალი" დააჯარიმა - დეტალები

ეროვნულმა ბანკმა "სვის კაპიტალი" დააჯარიმა - დეტალები

1735560560

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალი"  3 000 ლარით დააჯარიმა. შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

ჯარიმის მიზეზი, ერთ კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევაა.

"1 (ერთ) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხსენებული დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით,"-აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყევტილებაში. 

გამოგვყევით