logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

III კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია - სებ-ი საგადასახდელო ბალანსის ანგარიშს აქვეყნებს

III კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია - სებ-ი საგადასახდელო ბალანსის ანგარიშს აქვეყნებს

1735576260

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.


2024 წლის მესამე კვარტალში მიმინარე ანგარიშის პროფიციტმა 61.4 მლნ აშშ დოლარი (166.6 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. 2024 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია და წლიურად 75.1 მლნ აშშ დოლარით,  ხოლო მშპ-სთან ფარდობა -0.2 პროცენტიდან 0.7 პროცენტამდე გაუმჯობესდა.


მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.9 პროცენტით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9.9 პროცენტით გაიზარდა.


მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2024 წლის მესამე კვარტალში 1.6 მლრდ აშშ დოლარს (4.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე  8.0 პროცენტით მეტია.


2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -636.0 მლნ აშშ დოლარი (-1.7 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 42.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 0.4 პროცენტით გაიზარდა.


მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.4 პროცენტით შემცირდა და 2024 წლის მესამე კვარტალში 845.6 მლნ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 13.8 პროცენტით შემცირდა 794.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.2 მლრდ ლარი).


წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 80.4 მლნ აშშ დოლარი (218.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 0.9 პროცენტია.

გამოგვყევით