logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

IMF-ის პროგრამის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და იმედი გვაქვს პროგრესი მალე მიიღწევა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის აღდგენა ორივე მხარის ინტერესებშია და ამისთვის, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. 

მისივე ინფორმაციით, როგორც კი რეგიონში ვითარება დალაგდება, ყველა მიმართულებით, ყველასთან   ურთიერთობები დალაგდება.

" მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)   წარმომადგენლებთან. მათი მხრიდანაც გამოითქვა ინტერესი და ჩვენი მხრიდანაც დადასტურდა ინტერესი. ორივე მხარის ინტერესებშია, რომ პროგრამა აღდგეს. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება. იმედი გვაქვს, რომ მალე მიიღწევა პროგრესი. 

ზოგადად მინდა გითხრათ, რომ როგორც კი რეგიონში ვითარება დალაგდება, ყველა მიმართულებით დალაგდება ურთიერთობები ყველასთან და ყველაფერთან", - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე საჭიროებისამებრ სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას განვითარებად ქვეყნებს. საქართველოში IMF-ის მიერ მხარდაჭერილი 280 მლნ დოლარიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში შეჩერდა.

გამოგვყევით